ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთი, მესამე კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, კითხვაზე რამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობით? შედეგები ასე გადანაწილდა:

  • კმაყოფილი - 41%
  • უკმაყოფილო - 59%

"მთავარმა არხმა" კვლევა 4 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა, მაშინ ამავე კითხვაზე შედეგბი შემდეგნაირად გადანაწილა:

  • კმაყოფილი - 7%
  • მეტნაკლებად კმაყოფილი - 33%
  • მეტნაკლებად უკმაყოფილო - 28% 
  • უკმაყოფილო - 32%

შეგახსენებთ, ამავე ორგანიზაციამ კვლება 20 სექტმებერსაც გამოაქვეყნა და იგივე შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: 
 

  • კმაყოფილი - 8 %
  • მეტნაკლებად კმაყოფილი - 34 %
  • მეტნაკლებად უკმაყოფილო - 23 %
  • უკმაყოფილო - 35 %

დღეს გამოქვეყნებული კვლევა კი, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა  8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი