"მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS -ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, კითხვაზე - გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს? გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობს, რომ - უნდა:
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
შეგახსენებთ როგორ გადანაწილდა ამავე კითხვაზე პასუხები IPSOS-ის მიერ ჩატარებულ წინა ორ კვლევაში.
4 ოქტომბერს გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, კითხვას ხელისუფლების ცვლილება გამოკითხულთა 56%-ს სურდა, 26%-ს არა.
რაც შეეხება სექტემბრის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგებს, მაშინ გამოკითხულთა 57% ამბობდა, რომ ხელისუფლების შეცვლა სურს, 26% ამბობდა, რომ არა.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".