პრო-დასავლური ოპოზიციის საპარლამენტო მანდატები ჯამში "ოცნებისას" აღემატება - IPSOS-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მესამე კვლევა ჩაატარა. 

რომელი პარტია რამდენ მანდატს მიიღებდა პარლამენტში პროპორციული სიით - ​ალოკაციით მიღებული შედეგები:

  • ქართული ოცნება - 48 მანდატი
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია - 38 მანდატი
  • ევროპული საქართველო - 8 მანდატი
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 8 მანდატი
  • ლელო - 6 მანდატი
  • გირჩი - 4 მანდატი
  • ლეიბორისტული პარტია - 3 მანდატი
  • პატრიოტთა ალიანსი - 2 მანდატი
  • ერთიანი საქართველო - 2 მანდატი
  • მოქალაქეები - 1 მანდატი

პარლამენტში სულ 150 დეპუტატია, აქედან 30 მაჟორიტარი, 120 კი პროპორციული სიით გასული. 

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი