ყოველთვის, როცა ტელესტუდიის ზღურბლს გადააბიჯებს ნოსტალგია იპყრობს, ნოსტალგია, იმ განვლილი 25 წლიანი ბრწყინვალე ჟურნალისტური კარიერის გამო, რომლის წყალობითაც ქართულმა საზოგადოებამ ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი გაიცნო და შეიყვარა.
ტელეწამყვანის კარიერამ ზაალ უდუმაშვილს, სხვა დამწყებ პოლიტიკოსებთან შედარებით, საკმაოდ სოლიდური უპირატესობა მიანიჭა. მას ერთი წამიც არ დაუკარგავს იმისათვის, რასაც სხვები წლებს ანდომებენ, რადგან პოლიტიკაში პირველი ნაბიჯის გადადგმის მომენტში, ზაალ უდუმაშვილს, საზოგადოების მხრიდან 100 %-იანი ცნობადობა ჰქონდა.
პოლიტიკოსის კარიერა, რომელმაც ზაალ უდუმაშვილის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა 2017 წლის, 19 ივნისს, პირდაპირ საინფორმაციო გამოშვებნის სტუდიიდან, პირდფაპირ ეთერში დაიწყო.
ბრძოლა, რომელიც ზაალ უდუმაშვილისთვის სამი წლის წინ დაიწყო, წელს გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ამბობს, რომ ჟურნალისტიკიდან პირდაპირ პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმა, ადვილი არ ყოფილა, თუმცა ნებისმიერი მარცხი, რომელიც ამ გზაზე განუცდია, მას მხოლოდ აძლიერებდა და უნერგავდა იმედს, რომ მთავარი გამარჯვება წინ ჰქონდა.
ზაალ უდუმაშვილის მსგავსად, საარჩევნო პარტიული სიის მეცხრე ნომერია, ჟურნალისტიკასა და პოლიტიკაში მისი ყოფილი კოლეგა და თანამებრძოლი ირმა ნადირაშვილი. ირმამ, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება, ზაალთან შედარებით, გაცილებით ადრე მიიღო, შესაბამისად უკვე ორი მოწვევის პარლამენტის წევრობაც მოასწრო. საკანონმდებლო ორგანოში ადგილის მოსაპოვებლად წელსაც იბრძვის, ამჯერად როგორც მაჟორიტარი, საკუთარ მშობლიურ ქალაქ რუსთავში.
წინა საარჩევო ღონისძიებების დაგეგმვა და მათში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრებზე კარდაკარ სიარული და იმ პრობლემებზე საჯაროდ მსჯელობა, რომელიც რუსთავსა და რუსთაველებს აწუხებდთ, ბოლო რამდენიმე თვეა ირმა ნადირაშვილის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
დღეს ირმა ნადირაშვილი არა ყოფილი ჟურნალისტი, არამედ მმოქმედი და უკვე გამოცდილი პოლიტიკოსიაა, თუმცა ქართულ პოლიტიკაში არც თუ იშვიათად ხდება ისეთი ამბები, რომელებზეც, როგორც ჟურნალისტიც სიამოვცნებით იმუშავებდა და არაერთ მწვავე რეპორტაჟსაც გააკეთებდა.
მისი საპარლამენტო საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტური წარსულის გამოძახილი იყო. ირმა ნადირაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან, როგორც წესი, სახელისუფლებო სტრუქტურები გამეფებული ნეპატიზმზე საუბრობდა და არასდროს მორიდებია კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკების მხილებას.
გზა ჟურნალისტობიდან პოლიტიკოსობამდე ძალიან ხანგრძლივი, რთული და ზოგჯერ სახიფათოც კი იყო ალიკო ელისაშვილისთვის. ისტორიის ფაკულტეტის პოლიტოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი ბეჭდურ მედიაში სრულიად შემთხვევით მეგობრის დეიდის ძალისხმევით აღმოჩნდა.
ცრემლები მერეც არაერთხელ დაუღვრია, ოღონდ ეს უკვე სიმწრის ცრემლები იყო, რომელიც თვალებიდან მაშინ მოსდიოდა, როდესაც ქვეყანაში არსებულ გაუსაძლის პოლიტიკურ ვითარებას მხოლოდ აშუქება, სიტუაციის შეცვლა კი არ შეეძლო.
პოლიტიკაში მისული კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მიგნებამდე მივიდა. მიხვდა, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში გადამწყვეტი არა სიმართლე და არგუმენტირებული მსჯელობა არამედ თანამოაზრეთა რაოდენობაა.
დღეს ალექსანდრე ელისაშვილს უკვე საკუთარი პარტია აქვს, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ დაარეგისტრირა.
ალეკოსგან, ირმასგან და ზაალისგან განსხვავებით, რომლებსაც პარტიული სიების წყალობით, მეათე მოწვევის პარლამენტში ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ, კიდევ ერთ ყოფილ ჟურნალისტს ამის გასაკეთებლად დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევს. ანი მიროტაძეს "ლელოს" პარტიულ სიაში 120-ე პოზიცია უკავია, შესაბამისად საკანონმდებლო ორგანოში ის მხოლოდ მეოცე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაში მოხვდება.
ხალხს მაშინაც უჭირდა, როდესაც ანი მიროტაძე ჟურნალისტი იყო და მაშინაც, როდესაც მერვე მოწვევის პარლამენტში დეპუტატობის მანდატი ჰქონდა. როგორც ამბობს, "ქართული ოცნების" პირობებში ცვილებების მოხდენა გაუჭირდა, სახელისუფლებო რიგები დატოვა, ახლა ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობას ოპოზიციური ფლანგის გამარჯვებაში ხედავს და იმედი აქვს ჟურნალისტური გამოცდილება ამ ბრძოლის მოგებაში დაეხმარება.
საჩხერე ჭიათურა ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში ანი მიროტაძის კონკურენტი კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტია. გიორგი კაპანაძემ პრესა მიატოვა და "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ისე შეურთდა. კონკურენტის მსგავსად სიაში 55-ე ადგილს იკავებს, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, რომელბსაც პარლამენტში მოხვედის შანსი ამ კუთხით დიდი აქვთ.
ჭიათურის ყველაზე გაჭირვებულ უბანში, ავარიონში დაიბადა. მშობლები მალევე გარდაეცვალა. ბევრი წლის შემდეგ, მშობლიურ უბანს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი ისე დაუბრუნდა.
მშობლიურ კუთხეებში მიბრუნებული ორი კანდიდატიდან ვინ უფრო დიდ ნდობას იმსახურებს - ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ცვლილებებს მოწყურებული საზოგადობა კი ჩააბარებს თუ არა ქვეყნის მართვის სადაავებს, კადიდატებს, მეოთხე ხელისუფლებიდან, ეს 31 ოქტომბერს გაირკვევეა.