"სტრატეგია აღმაშენებლის" პრემიერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის თქმით, ხალხს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრად არ უნდა და მის როლს სხვაგან ხედავს. ამაზე გიორგი ვაშაძემ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა.
“მე ამ ადამიანის როლს ქვეყნის განვითარებაში ვხედავ, და მის როლს ვხედავ სხვანაირად, არ უნდა ხალხს მიხეილ სააკაშვილი პრემიერად, მაგრამ საქართველოში ჩამოვიდეს, მონაწილეობა მიიღოს ძალიან ბევრ პროცესში, რომელიც ამ ქვეყანაში იქნება, კიბატონო, ხალხს უნდა სიახლე”, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ზოგიერთ კვლევაში მას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს პრემიერმინისტრის პოსტზე, ვიდრე სააკაშვილს. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთმანეთთან კამათი დაასრულოს.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარობის კანდიდატიცაა, სადაც მისი კონკურენტი ენმ-დამ ხატია დეკანოიძეა.