თუ ოპოზიციამ მთლიანობაში გაიმარჯვა, ის მეორე ტურსაც მოიგებს - ხუხაშვილი არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილი აზრით, ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებს მოიგებს და ის გამარჯვებას მეორე ტურსის დანიშვნის შემთხვევაშიც შეძლებს. ხუხაშვილის აზრით, "ქართული ოცნება" 40%-ის ზღვარზე გადის. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარ აქცენტებშო" ისაუბრა. 

თუ ოპოზიციამ მთლიანობაში მოიგო პროპორციული არჩევნები, მეორე ტურებს ოპოზიცია აგრეთვე მოიგებს, იმიტომ რომ მეორე ტურები უფრო არის სამობილიზაციო ტური. მოიგებს, იმიტომ რომ ძალის ცენტრებისკენ იხრება, როგორც წესი მეორე ტურში ამომრჩეველი, - ამბობს გია ხუხაშვილი 

ხუხაშვილის აზრით, ახლა მთავარია, რომ ოპოზიციამ სწორი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველს სჭირდება ოპოზიციისგან უკეთესი შეთავაზება იმიტომ, რომ სიკვდილის შიში ახლა წინა პლანზე წამოვიდა, ფაქტობრივად ჩვენ ამის ფონზე მოგვიწევს არჩევნების გავლა და სიკვდილის შიშმა შეიძლება ბევრი რამე შეცვალოს - ოპოზიციას ახლა სჭირდება მიზანმიმართული, ძალინა სწორი კამპანიის ჩატარება, -  თქვა გია ხუხაშვილიმა  

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი