ჩვენ სახლში არ გავჩერდებით თუ თქვენ არჩევნებს გააყალბებთ - გუბაზ სანიკიძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ "ოცნებას" არ შეარჩენენ გაყალბებულ არჩევნებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

“თუ თქვენ კანონს დაარღვევთ, გააყალბებთ არჩევნებს და შეიხვილიფებთ - ასე არ იქნება, არავითარ შემთხვევაში არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს, მითუმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიდის გადასარევი საჩვენო პროცესები: ყირგიზეთი, ბელორუსია და ა.შ. თქვენი ჯანმრთელობისთვის ჯობია, რომ ეს იცოდეთ - ჩვენ სახლში არ გავჩერდებით, თუ თქვენ არჩევნებს გააყალბებთ - თუ თქვენ დარჩებით ხელისუფლებაში”,  -ამბობს გუბაზ სანიკიძე. 

გუბაზ სანიკიძის აზრით, ქვეყანას ამორალური იდიოტიზმი მართავს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი