
სამედიცინო უნივერსიტეტის ღია მუქარა სტუდენტების მიმართ - ადმინისტრაცია სტუდენტებს სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სტატუსის შეჩერებით დაემუქრა.
მიზეზი პროტესტი გახდა. სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გაგრძელებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები კი დისტანციურად გაგრძელდება. ინფორმაცია ამის შესახებ განათლების სამინისტრომ გაავრცელა.