კორონავირუსი 1 თვის ბავშვს დაუდასტურდა - მარინა ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა შორის 1 თვის ბავშვიცაა. 

ენდელაძის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 469 ადამიანი ისევ თბილისიდანაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი