ახალი რუკა "კარტოგრაფების საქმეში" - პროკურორის წინააღმდეგ საქმეა აღძრული

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ბრალდება ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე თავდაყირა დგება - დაკავებული ადვოკატები ასაჯაროებენ რუკას, რომელზეც მელაშვილი და ილიჩოვა მუშაობდნენ და რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის სადაო ნაწილები საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. ადვოკატების შეფასებით, ეს დოკუმენტი პროკურატურის ვერსიას აქარწყლებს.

კიდევ ერთი სკანდალი რაშიც გენერალური პროკურატურა ეხვევა ეს საქმის ერთ-ერთ გამომძიებელს ეხება. გამომძიებელ დავით გაგნიძის წინააღმდეგ, გენერალურ პროკურატურაში ძალადობის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს.

ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის საქმე პოლიტიკურად არის მორტივირებული,  IPSOS-ის კვლევებმაც დაადასტურა:

დღეს, დაკავებული ილიჩოვასა და მელაშვილის ადვოკატები რუკების ჩამომტანი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის ჩვენებასაც გაეცნობიან. ხიდაშელი სატელევიზიო ინტერვიუებსა და ჩვენებებში ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია. კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი