ბათუმის სათნოების სახლის 12 ხანდაზმულს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფრის 12 ხანდაზმულს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის 9 პაციენტი კლინიკაშია გადაყვანილი, 3 კი კოვიდსასტუმროში მკურნალობს.

ცნობისთვის, სათნოების სახლიდან ჯამში 7 ხანდაზმული გარდაიცვალა კორონავირუსით - მათ სხვადასხვა თანხმლები, ქორნიკული დაავადება ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 469 ადამიანი ისევ თბილისიდანაა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი