კლინიკები პაციენტებს ვეღარ იღებენ-სპეციალისტები საველე ჰოსპიტალების გახსნაზე ალაპარაკდნენ

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება პიკს აღწევს და ამ ფონზე, კლინიკებში პაციენტების მისაღებად ადგილები და საწოლები აღარ ყოფნით. მოქალაქეები, რომლებსაც კლინიკებში პრობლემები შეექმნათ, სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის მძიმე ვიდეოებს ავრცელებენ, სადაც ჩანს, რა ვითარებაა საავადმყოფოებში. პაციენტების მისაღებად, ადგილების გარდა, მედპერსონალიც არ ჰყოფნით.

მოქალაქეები სოციალურ ქსელებში უკვე წერენ, რომ აუცილებელია საველე საავდმყოფოების გახსნა.

დღესვე, "მთავარ არხს" მიაწოდეს ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ტესტირების პასუხებზეც რიგებია. კოვიდინფიცირებულების კონტაქტები და დიდი ალბათობით, თავადაც დაინფიცირებული ადამიანები ტესტირების ჩატარებასა და ტესტების პასუხებს გრძელ რიგებში ელოდებიან.

ინფექციური საავადმყოფო გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფს. ბოქსირებული კლინიკის ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საწოლების საკმარისი მარაგია და ყველა პაციენტი კმაყოფილდება.

არსებობს საკმარისი საწოლები იმათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია - ამბობს მარინა ენდელაძე.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ქვეყანას პანდემიის მეორე ტალღას სრულაიდ მოუმზადებელი შეხვდა. მათივე თქმით, უკვე დაგვიანებულია მედპერსონალის გადამზადებაც, თუმცა ამბობენ, რომ საჭიროა საველე ჰოსპიტალების გახსნა. ამისთვის სათანადო ტერიტორიად ისინი სპორტის სასახლეს ასახელებენ.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის  1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონაპანდემიის დროს, მთავრობის მუშაობის შესახებ  "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOSP-მა მოსახლეობაში კვლევა ჩაატარა. გამოკითხულთა უმეტესობა - 52% თვლის, რომ მთავრობა პანდემიას ვერ გაუმკლავდა.

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი