"მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდა.
კითხვაზე: გაუმკლავდა თუ ვერ, მთავრობა კოვიდ-პანდემიას?
შეგახსენებთ, ფრანგულმა კომპანია IPSOS - მა "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, როგით მესამე კვლევა ჩაატარა.
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".