ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, ხალხს ცვლილებები სურს- ოპოზიცია IPSOS-ის კვლევაზე

გამოქვეყნდა:

ხალხს სურს ხელისუფლების შეცვლა - ასეთია ოპოზიციის საერთო შეფასება IPSOS-ის ბოლო კვლევებზე, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ "მთავარი არხის" დაკვეთით არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ჩაატარა.

პარტიებში ინდივიდუალურ რეიტინგებზე სხვადასხვა შეფასებები და პროგნოზები აქვთ, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ხელისუფლებიდან მიდის. 

"ენმ" -ში ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ მათი პარტია და ის კოალიცია, რომელიც ამ პარტიის გარშემო გაერთიანდა, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ისინი იქნებიან მესამე ძალა და მათი მხარდაჭერა იქნება ორნიშნა მაჩვენებელზე.

კვლევებს არ ენდობა ალეკო ელისაშვილი და პარტიულს უწოდებს. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხთან მჭიდრო კავშირი აქვს და იცის რეალურად რა განწყობებია მოსახლეობაში, თუმცა ისიც დარწმუნებულია, რომ "ოცნებას" მხარდაჭერა აღარ ექნება.

გიორგი ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებში ჯამურად 60-62%-იან მხარდაჭერას მიიღებს, ხოლო მისი "სტრატეგია აღმაშენებელი" ორნიშნა მაჩვენებელს დააფიქსირებს - სანაძლეოს დავუდებ ივანიშვილს და გახარია, რომ ისინი 35-36%-ზე მეტს ვერ აიღებენ - ამბობს ვაშაძე.

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი