შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოლინდა, მათ შორის, 14 - გორში, 1 კი კასპში.
საკოორდინაციო შტაბის უფროსი, სიმონ გულედანი, ამბობს, რომ ინფიციებულთა უმრავლესობას თბილისთან ჰქონდა კონტაქტი. მისი თქმით, რეგიონში ამჟამად 207 კოვიდინფიცირებულია - აქედან 38 კასპში, 5 ხაშურში, დანარჩენი - ქალაქ გორსა და მის მუნიციპალიტეტში.
ამასთან, გულედანი ამბობს, რომ დღეს გახდება ცნობილი, არიან თუ არა ინფიცირებულები ის ჟურნალისტები, რომლებიც ადგილობრივი მედიის წარმომადგენელის კლასტერ მიეკუთვნებიან. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვისა და შეკრებისგან.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 469 ადამიანი ისევ თბილისიდანაა.