სწავლა უნივერსიტეტებში - გახარია პასუხისმგებლობას სასწავლებლებსა და სტუდენტებს აკისრებს

გამოქვეყნდა:

როგორ გაგრძელდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში და რას გამოიწვევს სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება, ამაზე პრემიერმინისტრი პასუხისმგებლობას მთლიანად სტუდენტებს აკისრებს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ სტუდენტებსა და უნივერსიტეტებს აქვთ საშუალება თავად გადაწყვიტონ, როგორ სურთ სასწავლო პროცესის გაგრძელება - დისტანციურად თუ არადისტნაციურად.

გახარია ამბობს, რომ მთავარი პირბადის ტარება და ელემენტარული წესების დაცვაა.

ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებს დიდ პატივს ვცემთ და მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ამიტომ მათ აქვთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვთქვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში, წესების უმკაცრესი დაცვით.სხვა ყველაფერი შესაძლებელია უნივერსიტეტმა გადაწყვიტს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რისი გათვალისიწინებითაც მას შეუძლია გააგრძელოს დისტანციური სწავლება ან აუდიტორიებში სწავლება. ჩვენ ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს - ამბობს გიორგი გახარია 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები კი დისტანციურად გაგრძელდება. ინფორმაცია ამის შესახებ განათლების სამინისტრომ გაავრცელა.

სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გაგრძელებას ითხოვდა, რის გამოც, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს დაემუქრნენ კიდეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი