
პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ მმართველი გუნდი, სხვებისგან განსხვავებით, სრულად იცავს ვირუსის გამო დადგენილ ნორმებს.
"სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ. როდესაც ვინმესთან ვსაუბრობ, პირბადეს ვატარებ ყოველთვის და შესაბამისად ინფიცირების რისკებს ვამცირებ. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველაზე მეტს ვმოძრაობთ ქვეყანაში და ინფიცირების ალბათობა დიდია. ჩვენ ვგრძნობთ საჭირო პასუხისმგებლობას და პირბადეს არ ვიხსნით ზოგიერთებისგან განსხვავებით", - ამბობს გახარია.
აქვე, გთავაზობთ ფოტოებს "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიიდან და სვეტიცხოვლობიდან, სადაც ჩანს, რომ, პრემიერმინისტრის მტკიცება, თითქოსდა პირბადეს არასდროს იხსნის, ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება.




გარდა ამისა, გიორგი გახარიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 16 ოქტომბერს ბათუმის ბულვარში გამართული აქცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მას მავნებლობა უწოდა და თქვა, რომ 1 500 ადამიანის პირბადით უზრუნველყოფა ელემენტარული მოთხოვნაა.
ცნობისთვის, ქვემოთ იხილეთ ფოტო "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის აქციიდან, სადაც აშკარად ჩანს, რომ მას 1500-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
