ხელისუფლებას ორი ვარიანტი აქვს- გადადოს არჩევნები და მიიღოს 0 ხმა, ან ჩაატაროს და გადავიდეს ოპოზიციაში - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შესაძლო გადადების სცენარზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებას ორი ვარიანტი აქვს - ან გადადოს არჩევნები და მიიღოს ნული ხმა, ან ჩაატაროს და გადავიდეს ოპოზიციაში წარმომადგენლობითი რაოდენობით - ჯერ კიდევ აქვს შანსი, იყოს სერიოზული ოპოზიცია - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ყველა ციფრი, ყველა განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არჩევნები აქვთ წაგებული, ამას წყალი არ გაუვა...ახლა საუბარია კარგ სცენარზე მათთვის და ცუდ სცენარზე და მე ნამდვილად არ ვუსურვებ მათ ძალიან ცუდ სცენარს - ამბობს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება კოვიდპანდემია საარჩევნოდ და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას ურჩევს, აიღოს მაგალითი სამხრეთ კორეისგან, რომელმაც არჩევნები, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებისა და წესების დაცვით იმ დროს ჩაატარა, როცა ქვეყანაში პანდემიის პიკი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი