ოჯახის წევრი გარდაეცვალა და ვერ დადის-კლინიკაში, სადაც PCR ტესტს მხოლოდ 2 ექიმი აკეთებს, 1 მუშაობს

გამოქვეყნდა:

კლინიკა მედ კაპიტალში, სადაც PCR ტესტირების მსურველების და ტესტის პასუხებზე მისული ადამიანების დიდი რიგი დგას, ამბობენ რომ სულ 2 ექიმი ჰყავთ, აქედან ერთს პრობლემები აქვს, სამსახურში არ დადის და რიგებიც ამან გამოიწვია. 

მეორე ექიმს პრობლემები შეექმნა, ოჯახის წევრი გარდაეცვალა და ვერ დადის - ამბობს "მთავართან" საუბარში საავადმყოფოს წარმომადგენელი, თუმცა არ აქვს პასუხი, რატომ ჰყავს საავადმყოფოს მხოლოდ ორი ექიმი, რომელიც პანდემიის დროს, PCR-ს ტესტს აკეთებს.

"მთავარ არხს" მედ კაპიტალთან გადაღებული ფოტომასალა დღეს მიაწოდეს. ფოტოებზე ჩანს რიგი, სადაც ყველანაირი უსაფრთხოების ზომებია დარღვეული.

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება პიკს აღწევს, კლინიკებში პაციენტების მისაღებად ადგილები, საწოლები და მედპერსონალი აღარ ჰყოფნით. მოქალაქეები სოციალურ ქსელში ვიდეოებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ დროულად ვერც 112-ს უკავშირდებიან.

მთავრობა ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებს არ აღიარებს და პასუხისმგებლობას ისევ მოსახლეობას აკისრებს. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ შეფერხებები მხოლოდ ქოლ ცენტრების ნაწილშია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი