ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსთან გასამკლავებლად სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობა გვაქვს, თუმცა შეზღუდულია ადამიანური რესურსიც და სასწრაფო დახმარების ავტომობილებიც.
"საქართველოში საკმარისი სასუნთქი აპარატია. თუმცა კოვიდთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსიც და ჩვენ გვჭირდება ისეთი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 12-წლიანი განათლება. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, ისინი, პირველ რიგში, კრიტიკულად მძიმე პაციენტებთან მიდიან. კიდევ ემატება ბრიგადები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვესაჭიროება ავტომობილებიც და ექიმებიც", - ამბობს ტიკარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 469 ადამიანი ისევ თბილისიდანაა.