ორგანიზაცია "სტუდენტური ომბუდსმენი" ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უერთდება. ამის შესახებ, ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თსუ-სთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ. ახალგაზრდებს მიაჩნიათ რომ ენმ-ს იდეოლოგია და სამოქმედო გეგმა, მათი ორგანიზაციის ხედვასთან თანხვედრაშია.
სტუდენტები ხვალიდან საკუთარი ინიციატივით, FACEBOOK კამპანიას დაიწყებენ და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მოუწოდებენ არჩევნებში მისვლისა და საკუთარი პოლიტიკური ნების გამოხატვისკენ.
სტუდენტურ ომბუდსმენში 25 უნივერსიტეტია გაერთიანებული.