კოვიდრეგულაციები ტურიზმის წინააღმდეგ - კოტე აფხაზისა და ორბელიანის ქუჩები ცარიელდება

გამოქვეყნდა:

ძველ თბილისში, კოტე აფახზის ქუჩაზე ერთ-ერთი ბარი 10 000 ლარით დააჯარიმეს, მიზეზი რეგულაციების დარღვევაა. ბარის მეპატრონეები კი არ გამორიცხავნე, რომ დასჯა პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან ბარის სივრცეს საღამოს საათებში პარტია "გირჩი" იყენებდა. 

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პოლიციაშიც იმყოფებოდა, მას სურდა სამართალდამცავებს გამოეკითხა, თუმცა უწყებას კითხვები მხოლოდ ბარების წარმომადგენლებთან ჰქონდათ. 

ბარის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ბარი 10 საათზე რეგულაციების შესაბამისად იკეტება, თუმცა მათ კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და ობეიქტის სივრცეს საარჩევნო აგიტაციისა და შეხვედრებისთვის "გირჩი" იყენებს. 

"გუშინ, 10 საათის შემდეგ, როცა ბარი იყო დაკეტილი და იყი გირჩის ივენთი, მოვიდა შრომის ისნპექცია და ძალიან ბევრი კითხვები ჰქონდათ, ეგონათ რომ ვმუშაობდით. შიდა სივრცე 10 საათის შემდეგ საერთოდ არ არის მოქმედი, ბარი უბრალოდ, დაკეტილი იყო," - ამბობ იური პეტროვი, ბარის მენეჯერი.

ბარ "FELLERS"-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უწყებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ ბარი რეგულაციების დარღვევით მუშაობდა.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქუჩა - კოტე აფხაზის, დღეს თითქმის ცარიელია. შენობების უმეტესობას აწერია, რომ იყიდება ან ქირავდება, რა თქმა უნდა, რამდენიმე ობიექტი მუშაობს, თუმცა მეპატრონეებს თვიდან-თვემდე თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასისი მოგროვებაც კი უჭირთ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდვის დარღვევის გამო (რის საფუძველზეც 22:00 საათზე რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მუშაობას წყვეტენ), თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს "ათონელის" კუთვნილი კვების ობიექტისა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ "FELLERS"-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათზე მუშაობას წყვეტს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი