ბოლნისის სოფელ ნახიდურში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრს თავს დაესხნენ და, სავარაუდოდ, იარაღიდანაც გაისროლეს.
"ჩვენი შტაბის წევრს ახალგაზრუდლის ხელძღვანელს, თავს დაესხნენ ორი მანქანით. პრაქტიკულად, ვიცით, ვინც არიან, რომლებმაც შეაჯახეს მანქანა, უნდოდათ, რომ ეს გადავარნილიყო გვერდზე. რამდენჯერმე შეეჯახნენ, მანქანას ესროდნენ დამიზნებით და მანქანას აქვს ეხლა ერთი ნატყვიარი", - ამბობს კახა ოქრიაშვილი.
"მთავარი" დაუკავშირდა შსს-ს, რათა გაერკვია, ფიგურირებს თუ არა თავდასხმაში იარაღი, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.