ბოლნისის სოფელ ნახიდურში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრს თავს დაესხნენ. კახა ოქრიაშვილის თქმით, მანქანას ესროლეს კიდეც, თუმცა, შსს ამ დეტალს ამ დრომდე არკვევს - შეკითხვით უწყებას დაახლოებით 40 წუთის წინ დავუკავშირდით. 

ჩვენი შტაბის წევრს ახალგაზრუდლის ხელძღვანელს, თავს დაესხნენ ორი მანქანით. პრაქტიკულად, ვიცით, ვინც არიან, რომლებმაც შეაჯახეს მანქანა, უნდოდათ, რომ ეს გადავარნილიყო გვერდზე. რამდენჯერმე შეეჯახნენ, მანქანას ესროდნენ დამიზნებით და მანქანას აქვს ეხლა ერთი ნატყვიარი, - ამბობს კახა ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ტარდება და, შესაძლოა, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, ახალი რეგულაციებიც შემოიღონ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი