IPSOS-ის ახალი კვლევა და მოსახლეობის განწყობა ისტორიული არჩევნების წინ

გამოქვეყნდა:

ახალი  მონაცემები და ისტორიულ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ხალხის განწყობა, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს.  ეს არის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა იპსოსის მიერ მთვარი არხის დაკვეთით ჩატარებული კვლევიდან. მაშინ როდესაც ქართული ოცნების ლიდერები თავს იმშვიდებენ თავიანთი კვლევებით, საერთაშორისო ასპარესზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ უშუალოდ ამომრჩევლების გამოკითხვით დაადგინა, რომ საერთო ჯამში ოლიგარქის გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებს გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე სახელისუფლებო პარტიას. ის რაზეც მოსახლეობა ღიად და პირდაპირ არ საუბრობს მკვლევარებმა ალოკაციის მითოდით დაადგინეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კვლევიდან- ამ ეტაპზე ისევ დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა- ოპოზიცია ტანხმდება რომ სწორედ ეს ადამიანები შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებას საბოლოო შედეგში. 

ქვეყნის მოსახლეობის 57%-ს გადამწყვეტ არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილება სურს.  Ipsos საფრანგეთის გამოკითხვის მიხედვით ეს მონაცემი ბოლო 3 კვლევაა არ იცვლება და გამოკითხულები 31 ოქტომბერს რადიკალურ ცვლილებებს ელოდებიან. 

იმ პირობებში როდესაც გამოკითხულთა უმეტესობა  -  61% ფიქრობს, რომ ქვეყანა ოცნების მმართველობის პირობებში არასწორი მიმართულებით ვითარდება, სულ სხვა რეალობაზე საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები. პრემიერ მინისტრი ამბობდა, რომ დიდ მხრადაჭერას გრძონობს მოსახლეობისგან, პარტიიის გენერალური მდივანი კახი კალაძე კი ამტკიცებდა რომ ოცნებას 60% იან მხარდაჭერა ექნება და 30-ვე მაჟორიტარს მოიგებს. 

იპსოს საფრანგეთის მკვლევარებმა კითხვა რესპონდენტებს კოალიციურ მთავრობაზეც დაუსვეს. თუ რომელი პარტიები უნდა იყვნენ აუცილებლად, თუ  კოალიციური  მთავრობის ფორმირების აუცილებლობა დღის წესრიგში დაგა,  - პირველ სამ ადგილზე ნაციონალური მოძრაობა 29%-ით, ევროპული საქართველიო 23%-ით და სტარატეგია აღმაშენებელი 22% -ით ინაწილებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი