ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს "ოცნების" მხარდაჭერას ავალებენ, უარის შემთხვევაში - აშანტაჟებენ

გამოქვეყნდა:

პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობა, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა, პარტიული აქტივობების დაგეგმვა -  "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის" სტუდენტი სესილი თოდუა  ამბობს, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობა უნივერსიტეტში ყოველდღიურობად იქცა.

მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად პარტიულ აქტივობებში მონაწილეობისთვის სტუდენტები დავალებებს უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელის - რატი გიორგაძის - და თვითმმართველობის დეპარტამენტის თანამშრომლისგან - ავთანდილ ადეიშვილსგან იღებენ. 

სესილი თოდუა ერთადერთი სტუდენტია, ვინც ამაზე ღიად საუბარი გაბედა. მას შემდეგ, რაც სტუდენტმა უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, გაიგო, რომ შესაძლოა, ის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დააშანტაჟონ. 

სტუდენტის მონაყოლს ადასტურებს თვითმმართველობის თანამშრომელი გიორგი კოლდუნიშვილი და იხსნებს, რომ ორი წლის წინ ის საქმიანობას ჩამოშორეს და თვითმმართველობის წევრად მხოლოდ ფორმალურად დატოვეს. მის მოვალეობას მისივე მოადგილე, ავთანდილ ადეიშვილი, ასრულებს. გიორგისა და მის მოადგილეს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის სტუდენტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას შეეწინააღმდეგა. 

თუმცა, როგორც ირკვევა, პოლიტიკური პროცესები "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში" გაცილებით ადრეც დაიწყო და სტუდენტების ჩართვა პარტიულ ღონისძიებებში თავად გიორგი კოლდუნიშვილსაც არაერთხელ სთხოვეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი