დღეს, 19 ოქტომბერს, ტელეკომპანია "იმედმა" დღის მეორე ნახევარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ipsos france-ს ეს კვლევა "მთავარი არხის" დაკვეთით საერთოდ არ ჩაუტარებია. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ იფსოსის საარჩევნო კვლევების გენერალურ დირექტორთან, ოლივერო გარჩეზესთან და მას ვკითხეთ, როგორ მუშაობს IPSOS როცა ის კვლევებს ატარებს. 

მისი განმარტებით, საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფი ადგილობრივ ჯგუფებს უკვეთავს კვლევების ჩატარებას და ასეთ ვითარებაში გაუგებარია რის დამტკიცებას ცდილობდა ტელეკომპანია "იმედი".

"მე ვხელმძღვანელობ საერთაშორისო საარჩევნო კვლევებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოში კვლევა ჩაატარა ipsos-ის ადგილობრივმა ჯგუფმა, რომელიც ნამდვილად არის იფსოს საფრანგეთის დაქვემდებარების ქვეშ", - თქვა ოლივერო გარჩეზემ.

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა რიგით მესამე კვლევა 8 -15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი