საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

საარჩევნო პროცესს საფრთხე არ ემუქრება და უბნებზეც არავინ დაინფიცირდება - ამბობს ინფექციონისტი თენგზის ცერცვაძე. 

ცერცვაძე ამბობს, რომ მიღებულია პრევენციის ყველა ზომა, რომელიც რისკებს ამცირებს. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის გაწერილ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც არ არის რთული, ყველა არ ასრულებს, მათ შორის არც საარჩევნო პერიოდში.

“თვითონ არჩევნები არ ქმნის რისკს, იმიტომ რომ იქ ისეა დალაგებული ყველაფერი, პრევენციის ისეთი ზომებია მიღებული, ყველა პირობის დაცვის თვალსაზრისით, რომ იქ არავინ დაინფიცირდება” - თქვა ინფექციონისტმა. 

საარჩევნო უბნების უსაფრთხოებაზე გუშინ, 19 ოქტომბერს პრემიერმინისტრმაც ისაუბრა. გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ უბნებზე იმაზე ბევრად უსაფრთხო გარემო იქნება, ვიდრე რომელიმე სავაჭრო ცენტრშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი