ფოთში, ხობსა და სენაკში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავის კონკურენტს ,,ქართული ოცნებიდან'' დებატებში იწვევს.
მურთაზ ზოდელავამ ხელისუფლებას ის შეჩერებული პროექტები შეახსენა, რის გამოც ასობით ადამიანი უმუშევარია.
ყველგან იქნა მოპარული ფული, დაიტაცეს, იყო დიდი ყაჩაღობა და არა რომელიმე პროექტის განხორციელება. ეს ეხება ბულვარს, ეს ეხება სტადიონს და.ა.შ. ყველა მსხვილი პროექტი რომელიც დაიწყო ქართულმა ოცნებამ, კორუფციულ სკანდალად იქცა - ამბობს ზოდელავა
"ქართული ოცნებიდან" ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბიაა.