ქუთაისში, კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების შესახებ, რომელიც სახლში მკურნალობდა, ინფორმაციას მისი მეგობარი ავრცელებს. გარდაცვლილი ქალის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ:
გარდაიცვალა სახლში . კოვიდინფექციით. საავადმყოფომდე ვერ მიაღწია. არ ჰქონდა გუშინ მაღალი სიცხე. ამ ტემპერატურით საავადმყოფოები არ იღებენ პაციენტებს. დღეს მოულოდნელმა სიკვდილმა იმსხვერპლმა ჩემი ძვირფასი და საყვარელი ბიძაშვილი დოდო მესხი .
და კოვიდთან დაკავშირებულ არცერთ სტატისტიკაში შევა .
ყველაფერი კარგად და კონტროლქვეშ კი არა, ძალიან ცუდადაა. ადამიანებმა თვითონ უნდა გაუფრთხილდნენ თავს ზედმიწევნით. მხოლოდ ჰიგიენის იმედად უნდა ვიყოთ - წერს გარდაცვლილი დოდო მესხის მეგობარი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, დადასტურდა 1194 ახალი ინფიცირება.
ბოლო მონაცემებით, ეპიდაფეთქების ზღვარზეა თბილის და იმერეთი. დედაქალაქში 24 საათში 425, ხოლო იმერეთის რეგიონში 372 ფაქტი დადასტურდა.
საკოორდინაციო საბჭომ დღეს მცხეთაში ახალი შეზღუდვა დააწესა.