COVID-19-ის 1 194 ახალი შემთხვევიდან 425 თბილისიდანაა

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეს, 20 ოქტომბერს, ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 425 თბილისიდანაა, 372 კი იმერეთიდან. 

კოვიდშემთხვევების რეგიონული განაწილება სრულად ასეთია:

  • 425 - თბილისი
  • 372 - იმერეთი
  • 193 - აჭარა
  • 64 - შიდა ქართლი
  • 53 - ქვემო ქართლი
  • 27 - სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • 21 - გურია
  • 9 - სამცხე-ჯავახეთი
  • 9 -რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი
  • 3 - კახეთი

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, გარდა იმისა, რომ დამატებით ინფიცირდა რეკორდულად ბევრი - 1 194 ადამიანი, გარდაიცვალა 15, რაც ქვეყნისთვის ასევე მორიგი ანტირეკორდია. 

ცნობისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით დილის კომენტარები აღარ გაკეთდება. ახალი შემთხვევების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს სხდომების შემდეგ მიაწვდიან, რომელიც დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 19857
  • გამოჯანმრთელებულია - 8666
  • მათ შორის გარდაცვლილია - 158
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6407
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1420
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი