ბევრნი ხართ, თავი შეიკავეთ პერსონალის ლანძღვისგან, დაემორჩილეთ წესებს - იმუნიზაციის ცენტრი პაციენტებს

გამოქვეყნდა:

იმუნიზაციის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც პაციენტებს, მოუწოდებს, გარდა იმისა, რომ წესები დაიცვან, ასევე  თავი შეიკავონ პერსონალის ლანძღვისგან. 

პაციენტებს ვთხოვთ თავი შეიკავონ პერსონალის ლანძღვისგან და დაემორჩილონ წ ე ს ე ბ ს !!! ბევრნი ხართ, რადგან ორ სხვა კლინიკაში ვერ გემსახურებიან, რატომ? იმ “კოვიდის” გამო, რომლისაც არ გჯერათ, და თუ კარგად ვერ გააცნობიერებთ, რაც ხდება და წესებს არ დაემორჩილებით, ჩვენს პერსონალს რისკს შეუქმნით, განგიმარტავთ გასაგებად: თუ ექიმი და ექთანი ავად გახდება, ჩვენ ვეღარ მოგემსახურებით... რჩევის სახით გეტყვით მოერიდეთ ზედმეტ მოძრაობას, ქუჩის ცხოველებთან კონტაქტს, ჟანგიან ლურსმნებს და თუ მაინც მოგიწიათ ჩვენთან ვიზიტი გაგებით შეხვდით წინააღმდეგობებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და გამძლეობას! - ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ გაცხადების გავრცელებიდან მალევე, ცენტრმა საჯარო განცხადება წაშალა.  

შეგახსენებთ, დღეს ინფიცირების 1194 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი