დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა; გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-მდე გაიზარდა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს დამატებით 1 194 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობაა.
ცნობისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით დილის კომენტარები აღარ გაკეთდება. ახალი შემთხვევების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს სხდომების შემდეგ მიაწვდიან, რომელიც დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.