საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა, 40 წლის კოვიდინფიცირებული დღეს გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის ქალია. სამინისტროსვე ცნობით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი ჰქონდა. ასევე თანმხლები დაავადებები -  შაქრიანი დიაბეტი, თანდაყოლილი ცერებრული დამბლა. 

ცნობისთვის, ეს ყველაზე ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტია საქართველოში. 

დღეს კოვიდინფიცირებულ გარდაცვლილებს შორის არიან 82 წლის, 65-ისა და 62 წლის ქალები. ყველა მათგანს თანმხლები დაავადება ჰქონდა.  

სულ ჯამში 15 გარდაცვლილიდან დღეის მონაცემებით, 4 ბათუმიდანაა, 7 თბილისშია გარდაცვლილი, 2 ქუთაისში, 1 გორში, 1 კი მცხეთაში.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 19857
  • გამოჯანმრთელებულია - 8666
  • მათ შორის გარდაცვლილია - 158
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6407
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1420
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

რაც შეეხება მსოფლიოს, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი