15 გარდაცვლილიდან 7 თბილისიდანაა, 4 ბათუმიდან, 2 ქუთაისიდან, 1 გორიდან, 1 მცხეთიდან - ეპიდსიტუაცია საქართველოში

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეს, 20 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი 15 პაციენტიდან 7 თბილისიდანაა, 4 ბათუმიდან, 2 ქუთაისიდან, 1 გორიდან, 1 კი მცხეთიდან.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის რეკორდულად მაღალი - 1 194 შემთხვევა დადასტურდა, 328 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

აქვე გეტყვით, რომ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით დილის კომენტარები აღარ გაკეთდება. ახალი შემთხვევების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს სხდომების შემდეგ მიაწვდიან, რომელიც დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 19857
  • გამოჯანმრთელებულია - 8666
  • მათ შორის გარდაცვლილია - 158
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6407
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1420
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი