"ივანიშვილმა გადაგაგდოთ და დროა ჩვენც გადავაგდოთ"- გიორგი კაპანაძის წარდგენა ოლიგარქის მშობლიურ ქალაქში

გამოქვეყნდა:

ენმ- ძალა ერთობაშიამ  დღეს საჩხერეში, მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარადგინა. კაპანაძე ამომრჩევლებს პარტიის ლიდერებმა, გრიგოლ ვაშაძემ, ხატია დეკანოიძემ, ზაალ უდუმაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა წარუდგინეს და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს. საშინელი ტემპით მოგვიწევს მუშაობა, რომ ამის კომპენსირება მოვახდინოთ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“ - მიმართა შეკრებილ ხალხს გრიგოლ ვაშაძემ.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქვეყანა უკუსვლას დაასრულებს:

"პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგისი სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა" - ამბობს დეკანოიძე.

გიორგი კაპანაძის მხარდასაჭერად ონლაინ ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი