PCR ტესტის ნაცვლად, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები - სპეციალისტები 5-დან 10%-მდე სანდოობაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

კოვიდმენეჯმენტის ჩავარდნის ფონზე ხელისუფლებამ გამოსავალი ამირან გამყრელიძის პირით გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მოსახლეობა პისიარ ტესტების ნაკლებობაზე ალაპარაკდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი,  PCR ტესტის სანდოობის ხარისხს  მიუახლოვდა. რამდენად ზუსტია სწრაფი ტეტსტები და არის თუ არა ამ გადაწყვეტილების მიზეზი პაციიენტთა რიგები და უკმაყოფილება. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ სწრაფი ტესტები ვერ იქნება ოქროს სტანდარტი, ამას გარდა, საჭირო იქნება გადამოწმება, რაშიც დამატებით თანხა დაიხარჯება. 

უნდა ავირჩიოთ ორ ვითარებას შორის, ერთი არის უფრო ზუსტი, მაგრამ ხანგრძლივი, მეორე უფრო ნაკლებად ზუსტი, მაგრამ უფრო ხანმოკლე პროცესი. თუ იქნება სწორი მიდგომა, ამ შემთხვევაში, ცხადია, არის იმის საშუალება, რომ უფრო სწრაფი ტესტირება გამოვიყენოთ", - ამბობს ექიმი-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კამკამიძე.

რაც შეეხება რიგებს, მას შემდეგ, რაც მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზარდა, გადაწყდა, რომ კიდევ ორი კლინიკა გახდება კოვიდცენტრი - დღეიდან მათ რიგებს დაემატა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და რესპუბლიკური საავადმყოფო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი