რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელია, დღეს პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა წარადგინეს. შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ონლაინ რეჟიმში საავადმყოფოდან მიმართა, სადაც COVID-19-ის დადასტურების შემდეგ მკურნალობს. მან მხარადჭერებს ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა და "ლელოსთან" ერთად გამარჯვება უსურვა.
"რუსთაველებო, ეს არ არის მხოლოდ არჩევნები. ეს არის მორალური რეფერენდუმი იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ეს არის რეფერენდუმი დაუსაქმებლობისა და უიმედობის წინააღმდეგ, შელახული ეროვნული ღირსების, დაბინძურებული გარემოს, ბავშვთა შიმშილის, მიზერული სამუშაო პირობების წინააღმდეგ. ეს არის რეფერენდუმი საქართველოს დასაძრავად, ქართული ეკონომიკის გასაორმაგებლად, ძლიერი საშუალო ფენის შესაქმნელად, ღირსეული სიბერისთვის, დაცული შრომისთვის, სუფთა გარემოსთვის. ეს არის რეფერენდუმი მომავლისთვის და თითოეული თქვენგანისთვის", - მიმართა გრიგოლ გეგელიამ რუსთავში შეკრებილ ამომრჩევლებს.
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ტარდება. თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის ცესკომ ხმის მიცემის პროცედურები ქარასამთავრობო და უცხოურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, უკვე შეიმუშავა.