ამ წუთებში პარტია "სტარტეგია აღმაშენებელი" საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს წარადგენს. ჩარკვიანი მოსახლეობას პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ წარუდგინა. მისი თქმით, თაკო ჩარკვიანთან ერთად ბლოკი იმიტომ შექმნა, რომ ამ ადამიანმა მეტი გამბედაობა მისცა.
ჩემი ცხოვრების კრედო, მთელი სიცოცხლე, მეხუმრებიან, მთელი ცხოვრება მაჟორიტარი არ ხარო?! ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ ვიცხოვრო ისე, როგორც ბავშვობაში გვასწავლეს, ჯანსუღმა გვასწავლა, რომ მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი, მევალისათვის მიმატანინე ვალი... გამორიცხულია, რომ ეს არა მხოლოდ დაგამახსოვრდეს, არ გაგიჯდეს და შენთვის არ იყოს ორგანული. მე მგონია, რომ მცდელობა ნამდვილად მქონდა მთელი სოცოცხლის მანძილზე, მაგრამ საკმარისი ამ უკანონო ქვეყანაში არ აღმოჩნდა მხოლოდ ეს პოსტულატი, თურმე ამ აბსოლუტურად, უსამართლო ქვეყანაში საჭიროა სახელმწიფო ბერკეტი ხელთ ეპყრას წესიერ გუნდს", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
ამომრჩეველს მიმართა თაკო ჩარკვიანის ძმამ, მამუკა ჩარკვიანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საკუთარ დას საბურთალოელებს აბარებს.