ხელისუფლებამ დრაკონულად დახურა ქვეყანა - "ევროპული საქართველოს" ბრიფინგი 112-თან

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა 112-ის შენობასთან ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებას COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებზე დაგვიანებულ და არაადეკვატურ რეაგირებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პანდემიის პირველი ტალღიდან მეორემდე არსებული დრო არ გამოიყენა.

"ის, რომ მათ გადასახადები არ დაწიეს, არ დაეხმარნენ გაჭირვებულებს, ეს არის პოლიტიკური დანაშუალის ტოლფასი შეცდომა და ამას აგრძელებენ დღესაც, ჩვენს მოწოდებებს ყურად არ იღებენ გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, გვქონდა მწვავე კრიტიკა ჯანდაცვასთან და შეზღუდვასთან დაკავშირებით იმ ნაბიჯების მიმართ, რაც გადადგა ივანიშვილის გუნდთან. ჩვენ ვთვლით, რომ მათ დისპროპორციულად, დრაკონულად დახურეს ქვეყანა, უზარმაზარი და არასაჭირო, დამატებითი, უმძიმესი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას", - ამბობს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ტარდება. კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, ცესკომ დამატებითი რეგულაციები შეიმუშავა თვითოზლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი