ბათუმში მოშიმშილე მოქალაქეების პროტესტს მაჟორიტარობის კანდიდატი, გენრი დოლიძე შეუერთდა

გამოქვეყნდა:

უკვე მეთხუთმეტე დღეა ბათუმში ტურიზმის სფეროში დასაქმებულები შიმშილობენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ საზღვრების გახსნას, ფრენების აღდგენასა და საბანკო ვალდებულებების უპროცენტოდ გადავადებას.

პარტია "ალეკო ელისაშვილი და მოქალაქეების"  ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, გენრი დოლიძე დღეს, 20 ოქტომბერს აქციას შეუერთდა და ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

"ბათუმი და ქობულეთი შესაძლოა ბანკის ლუკმა არმოჩნდეს. ხელისუფლებისთვის კრიზისმენეჯმენტი მხოლოდ მედიკოსების პროფესიონალიზმზეა დამყარებული და ვხედავთ, რომ სხვა სფეროებზე არავინ არ ზრუნავს, არავინ არ ფიქრობს. საქმე ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთან გვაქვს", - თქვა გენრი დოლიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი