ტაქსისტები ოპოზიციის მხარდასაჭერად - მძღოლები ენმ-ის ოფისთან შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისთან პირველი ოპოზიციური ძალის მხარდასაჭერად შეკრებილი ტაქსისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ქვეყანა უკან მიჰყავს და სიტუაცია უნდა შეიცვალოს. 

"დღევანდელი შეკრების მიზეზი გაუასაძლისი პირობებია. რაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ქვეყანაში, იმის მერე ყველაფერი გაუარესდა. მიტოვებული გვაქვს ოჯახები, ჩამოსულები ვართ რაიონებიდან, აქედანაც არაფერი გამოდის. რვა წლის განმავლობაში, რაც ეს კაცი მოვიდა, შეიძლება ითქვს, რომ ცხოვრება განახევრდა" - ამბობენ ტაქსისტები. 

ენმ-ს ოფისთან შეკრებილებს პარტიის წევრები შეხვდნენ და ესაუბრნენ. შეგახსენებთ, მანამდე ტაქსისტებს ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში ლევან ხავბეიშვილი შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი