ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება რუსეთს დიდ რვიანში დაბურნების ერთ-ერთ მთავარ პირობად საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას უყენებს. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ჩვენი სტარტეგიული პარტნიორი კრემლს ოფიციალურ დონეზე შეახსენებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქაღთველოა და ცივილზიებული ურთიერთოებების აღდგენის სანაცვლოდ პირდაპირ ითხოვს ოკუპაციის დასრულებას. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:

  • რუსეთმა უნდა შეყვიტოს ამერიკის შერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების, ასევე ამერიკის პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე ფორმით ჩარევა.
  • უნდა დაასრულოს ყირიმის უკანონო ოკუპაცია მინსკის შეთანხმების შესაბამისად.
  • უნდა დაასრულოს სამხრეთ ოსეთისა და ფახაზეთის უკანანო ოკუპანია და მხარი უნდა დაუჭიროს ამ რეგიონების ხელახალ ინტეგრაციას საქართველოს რეპსუბლიკასთან.    
  • უნდა გაიყვანოს შეიარაღებული ძალები დნესტრისპირეთიდან და პატივი სცეს მოლდოვას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

ორპარტიული კანონპროექტი კონგრესში ჯერ კიდევ 15 სექტმებრს შევიდა, საკომიტეტო მოსმენაზე კი კენჭი 1 ოქტომბერს უყარეს. იმისათვის რომ პროექტი ნომრით 8259 საბოლოოდ იქცეს კანონად გრძელი გზაა გასავლელი. თუმცა საქართველოს ხელისაუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამერიაკში ჩვენი საელჩო 20 დღეა დუმს.

ჩვენ ხელთჩაგვივარდა "ქართული ოცნების" შიდა ჯგუფის მიმოწერა, სადაც პიარ სპეციალისტები პარტიის წევრებს მოუწოდებდნენ, რომ თავის შეფასებებში და განცხადებებში ამ საკითხთან მიმართებაში მოზომილები იყვნენ.

ხელისულფების ამ დამოკიდებულებას აკრიტიკებენ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ ბოლო 8 წელია ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ მთელმა მსოფლიომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია დაინახოს, როგორც მსოფლიო პრობლემა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი