6 გასროლა, დევნა, ავტომობილის განზრახ შეჯახება, ამოცნობილი მოძალადეები და არცერთი დაკავებული - ბოლნისში ოპოზიციის აქტივისტებზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გახსნას პოლიცია არ ჩქარობს. იმის მიუხედავად, რომ ლევან მიქელაძე კონკრეტულ მოძლადეებს ასახელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს. დაუსჯელობის ასეთ პირობებში, ბოლნისში,  "ქართული ოცნების" სხვა აქტივისტები მორიდების გარეშე აგრძელებენ ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას. 

ბოლნისიდან თბილისისკენ მიმავალ ლევან მიქელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლეს. რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზე ვერაფერს მიაგნეს. თუმცა მათ 2 დაზარალებულის ჩვენება აქვთ. კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრმა სავარაუდო 8 თავდამსხმელიდან 2 ამოიცნო.

ერთ ავტომობილს, რომლითაც მიქელაძეს და მის თანამგზავრს  აედევნენ,  ბოლნისის საკრებულოს წევრი, ბექა წაქაძე მართავდა, მეორეს კი - "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის,  შტაბის წევრი - აჩიკო მინდიაშვილი. 

კახა ოქრიაშვილი და მისი მხარდამჭერები ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ, თუმცა დამნაშავეების დასჯას არავინ აპირებს.  "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისი-დმანისის ოლქში ამბობს, რომ ოპოზიცია თამდასხმებს თავად აწყობს და შემდეგ "ქართულ ოცნებას" აბრალებს. მომხდარ დანაშაულებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაზარალებულების გარდა არავინ დაუკითხავთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი