ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ კუთხეში დღეს ათასობით ადამიანი ოპოზიციის ღონისძიებაზე მივიდა. როგორც ჩანს ოლიგარქი არც თანასოფლელებისთვისა მისაღები და ხალხს საჩხერეშიც ისევე გაუცრუა იმედი, როგორც დანარჩენ საქართველოში. მძიმე სოციალური მდგოამრეობითა და ეკონომიკური კრიზისით შეწუხებული ადგილობრივები ახლა იმედს ოპოზიციაზე ამყარებენ და საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების შეცვლას ელოდებიან.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ საჩხერეში ადგილობრივებს საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატად, გიორგი კაპანაძე წარუდგინა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა დღეს, 20 ოქტომბერს მოსახლეობას ის მიზეზები გააცნეს, რის გამოც კაპანაძე საჩხერის კანდიდატად შეარჩიეს.
ადგილობრივებს მიმართა თავად კანდიდატმაც. გიორგი კაპანაძემ საკუთარი სამოქმედო გეგმა წარადგინა, მაღაროში დასაქმებულების ანაზღაურების გაზრდა, სოფლის მეურნობის განვუთარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის განვითარება - ეს იმ გეგმის ნაწილია, რომლიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში იმერეთში განხორციელდება.
საჩხერეში შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს ღონისძიებაზე მისვლისთვის მადლობა გადაუხადა. მესამე პრეზიდენტმა იმ კრიზისზე ისაუბრა რაც "ქართული ოცნების" 8-წლიანმა მმართველობამ ქვეყანას მოუტანა და შეკრებილებს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ივანიშვილის მშობლიურ კუთხეში ოპოზიციის საკმაოდ მასშტაბური შეკრება კოვიდ პანდემიის გამო დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა. შეხვედრაზე მყოფები სამედიცინო პირბადეებით იყვნენ აღჭურვილნი და დაცული იყო სოციალური დისტანცია.