საქართველოში კორონავირუსით 30 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით საქართველოში 30 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა. განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გამყრელიძეს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია და თქვა, რომ ამჟამად ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა მიმდინარეობს.

ეს არის კოვიდ ინფექციით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი საქართველოში.

ჯამში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

21 ოქტომბრამდე კი კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი, 40 წლის ქალი იყო, რომელიც ბათუმში გუშინ დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი