სახლში გარდაცვლილი კოვიდინფიცირებულის ჭირისუფალი “ოცნების” შტაბში მიიყვანეს

გამოქვეყნდა:

რეჟისორი, დავით იმედაშვილი, Facebook-ზე წერს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 54 წლის პაციენტი, მას შემდეგ, რაც კლინიკაში არ გადაიყვანეს, სახლში გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი გარდაცვლილის ჭირისუფლები "ოცნების" შტაბში დაიბარეს და დაკრძალვის ხარჯების დაფარვა შესთავაზეს. 

"ახლობლის ბიძაშვილს, 54 წლის ჯანმრთელ მამაკაცს კოვიდი დაუდასტურდა. საავადმყოფოში არ გადაიყვანეს და გუშინ სახლში გარდაიცვალა. მამაკაცი გუშინვე დაკრძალეს. გარდაცვლილის ნათესავი ოცნების შტაბში წაიყვანეს სადაც უთხრეს ხარჯებს ჩვენ დავფარავთო. ხო არ მოგესმათ! ოცნების საარჩევნო შტაბში ჭირისუფალი მიიყვანეს! როგორც ჩანს ჭირისუფალ მამაკაცს ამის გამო სახეზე სიხარული ვერ შეატყვეს და დღეს როდესაც ოჯახმა ბინის დეზინფექციაში დახმარება ითხოვა პასუხად მიიღეს რომ ეგ სერვისი ფასიანია", - წერს იმედაშვილი. 

ცნობისთვის, ეს პირველად არაა, როდესაც კოვიდინფიცირებული სახლში მკურნალობისას გარდაიცვალა. გუშინ, 20 ოქტომბერს, ასეთივე შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად ბევრი - 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი