პოლიციაში ყოფილ მძევალთა გამოკითხვა გრძელდება, საით მიდის თავდამსხმელი, ჯერ გაურკვეველია

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე გრძელდება შვიდსაათიანი მძევლობის შემდეგ გათავისუფლებული მოქალაქეების გამოკითხვა, მათ ახლობლები ქუჩაში ელოდებიან. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან მძევლები, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკიდან გასვლის დროს აიყვანა და ამ წუთებშიც მათთან ერთად გადაადგილდება. 

ასევე უცნობია თავდამსხმელისა და მძევლების გადაადგილების მარშრუტი. შსს-ს მიერ ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ ყველა, 43 მძევალი გათავისუფლებულია. უწყება არაფერს ამბობს იმაზეც, რომ თავდამსხმელის ერთერთი მძევალი სამხარეო პოლიციის უფროსია. 

შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში 14:27 სთ-ზე, რამდენიმე გასროლის შემდეგ შევიდა. თავდაპირველი ინფორმაციით, მან მძევლად 19 პირი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძევლად 43 მოქალაქე იყო აყვანილი. მანამდე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, მან 500.000 დოლარი, მანაქნა ან ვერტმფრენი და პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა მოითხოვა. მასთან მოსალაპარაკებლად მოგვიანებით, სამხარეო პოლიციის უფროსი შევიდა, რომელიც მძევლებს, სავარაუდოდ, მისივე სურვილით ჩაენაცვლა. 

დღის ბოლოს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ზუგდიდის პროცესების შესახებ ყველაფერი ცნობილია და ხვალ გასაჯაროვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი