კარტოგრაფების საქმე - პროკურატურა ჯონდი ბაღათურიას კითხავს

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეზე გამოძიების კითხვებს ჯონდი ბაღათურია პასუხობს.

მან პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს მოღალატეები ჰყავს და 2012 წელი გაიხსენა, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.

ბაღათურია ამტკიცებს რომ მან იცოდა რომ ჩიჩხიტურის ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა. 

როცა პარლამენტის სხდომაზე გამოვიდნენ და პარლამენტის სხდომაზე სამართლებრივად პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყე, მაშინ ყველა ერთი და იგივეს მპასუხობდა რომ მე თითქოს ვცდებოდი და ყველა ერთიდაიგივეს ამბობდა, რომ ქედზე გადიოდა საბჭოთა კავშირის დროს საზღვარი და არა ქედის ქვევითო“ ამბობს ბაღათურია.

დაკავებულების ადვოკატები კი ისევ ითხოვენ დაიკითხონ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ისინი ვისი გვარებიც კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს, მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. 

ამ დროისათვის ნესტან ლონდარიძე და გიორგი მახარაძე დაკავებულ ნატალია ილიჩოვას ხვდებიან.

კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ გუშინ, 21 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია გამოკითხა.

შეგახსენებთ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი