შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომე არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ვინ დაჭრა 4 ადამიანი დმანისში. დეტალებზე არც ადგილობრივები ლაპარაკობენ ღიად, თუმცა პირად საუბრებში არ მალავენ, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა დაჭრა დმანისში "ოცნების'' საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით მენაბდიშვილმა.

არსებული ინფორმაციით გუშინ საღამოს სამი ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბში, სადაც ასევე იმყოფებოდა ,,ქართულ ოცნების'' ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი და ასევე კრიმინალებთან დაახლოებული ზურაბ ოკმელაშვილი. სიტყვიერი დაპირისირება დაიწყო სავარაუდოდ ბენზინის ბარათებზე და გარეთ გაგრძელდა. რა დროსაც მენაბდიშვილმა ერთ-ერთ ახალგაზრდას ვინჩესტერიდან ესროლა, მას ორი ტყვია მოხვდა ფეხსა და მუცელში.

ამ დროს ზურაბ ოკმელაშვილმა პისტოლეტით დაჭრა ასევე შტაბში მისული ნასვამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი. მათ თანმხლებ მესამე პირს კი რიკოშეტი მოხვდა და ისიც მსუქუბურად დაშავდა. დაჭრილია ასევე შტაბის წევრი მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ნასვამი ახალგაზრდების მიერ თავდაცვის მიზნით მოქნეული დანა მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ დმანისში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის დავით მენაბდიშვილის ძმა არის კომპანია "არემჯის" საწარმოო დირექტორი და "ოცნების" საკამაოდ მსხვილი შემწირველი. მან 115 ათასი ლარი შესწირა მმართველ გუნდს.

ვინ დაჭრა ეს ახალგაზრდები, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და არის თუ არა ვინმე დაკავებული, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი